რეზონანსი
25.07.2019

  ხულოში, ღორჯომის თემში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბაბუა და მცირეწლოვანი შვილიშვილი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.

არსებული ინფორმაციით, „უაზის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×