რეზონანსი
25.07.2019

  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დანაშაულის შემსრულებლად მიჩნეულ, ყოფილ სპეცრაზმელ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებამ შემთხვევის ადგილზე სხვა პირის ყოფნა ამ ეტაპზე დადასტურებულ ფაქტად მიიჩნია.

ბრალდების ვერსიით, 51 წლის ნოდარ გამყრელიძემ მოკლა ძმა, რძალი, ორი მეზობელი და დაჭრა დედა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ბრალის წარდგენიდან ორ დღეში, 20 ივლისს, ნოდარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა და ის ძებნილად ოფიციალურად გამოცხადდა.

ამ წუთებში კი თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც 85 წლის ომარ გამყრელიძეც ესწრება.

ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. სასამართლო პროცესს ომარ გამყრელიძის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებიან.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×