რეზონანსი
25.07.2019

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მამუკა ხაზარაზისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას ეხმიანება და ამბობს, რომ მათ ზოგადად, სახელმწიფო მანქანაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ, კონკრეტული გვარი უნდა დაასახელონ, თუ ვინ ებრძვით.

„ინტერესით ვაკვირდები, როდემდე ილაპარაკებენ ჯაფარიძე და ხაზარაძე, რომ სახელმწიფო მანქანა ებრძვით. ვითომ, არ იცოდნენ, რომ ამ სახელმწიფო მანქანას თავისი სახელი და გვარი აქვს. აი, სანამ ეგრე ვერ ახსენებენ და ღიად ვერ დაარტყამენ ივანიშვილს, მანამდე უფრო ღრმად და ღრმად დამარხავს ხსენებული "სახელმწიფო მანქანა", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

წყარო: ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×