რეზონანსი
25.07.2019

  მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვს კომპიუტერები და ტელეფონი ჩამოართვეს, ხოლო კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი ჩხრეკის შემდეგ დაკითხვაზე წაიყვანეს.

იურისტ ლუბოვ სობოლოს და მეცნიერი იულია გალიამინის დაკითხვა შემდეგ კვირას უნდა მოხდეს.

შეგახსენებ, რომ ოპოზიციონერების უმრავლესობა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში კანდიდატად არ დაარეგისტრირეს.

14 ივლისს, დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა კომისიის შენობასთან კარვების გაშლა დაიწყეს რის შემდეგაც პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მოსკოვში, საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის დროს საერთო ჯამში 38 ადამიანი დააკავეს.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×