რეზონანსი
25.07.2019

  ოქრუაშვილის განცხადებებს საერთოდ რომ ვისმენთ, ეს მგონია უმძიმესი რამ მედიისთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე -სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ის, რომ ოქრუაშვილის საუბარს უნდა ვუსმინოთ, უმძიმესია საზოგადოებისთვის.

"საერთოდ ამ ადამიანს რომ უნდა ვუსმინოთ, მის მიერ ჩადენილი „კრიმინალები", რომელსაც პირდაპირ ეთერში ჰყვება და რაღაც სასწაულები, რასაც ლაპარაკობს, უნდა ვიდგეთ და ეს ვარჩიოთ და ვუპასუხოთ, ეს არის საერთოდ საოცრება. თუ შეიძლება ოქრუაშვილზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ," - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

წყარო:ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×