რეზონანსი
25.07.2019

  ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია ქუჩები და ეზოები.

მერის პირველმა მოადგილემ, ცოტნე შონიამ „პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაიტბორა თითქმის ყველა გამავალი არხი, რომელიც ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას უერთდება. ჩახერგილია გზები.

წვიმის წყალმა დატბორა 15-მდე ოჯახის პირველი სართულები და ეზოები.

„დავდივართ ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად და ვაკეთებთ მონიტორინგს. ზარალი შეიძლება იყოს სოლიდური, - ამბობს მერის მოადგილე.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას, ცოტნე შონიას თქმით, მათ მოსახლეობა ცხელ ხაზზე უკავშირდება და მობილური ჯგუფები შესაბამისად მოქმედებენ. მიუხედავად ძლიერი წვიმისა, წალენჯიხას ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება.

სამეგრელოში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×