რეზონანსი
25.07.2019

 თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში, სადაც რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოკლულები 20 და 21 წლის ძმები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი.

მეზობლები ამბობენ, რომ ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ წუთებში კი მისი იდენთიფიცირება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×