რეზონანსი
25.07.2019

 მედიაპლატფორმა “Espersona”-ს ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

“აღიარა ამ მოღალატე ნაძირალამ, რომ აგვისტოს ომმა, სააკაშვილს მისცა ამოსუნთქვის საშუალება – საქართველოს ხარჯზე! ჩვენი სამშობლოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ხარჯზე! ასობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ხარჯზე, ათასობით ადამიანის დაჭრა-დასახიჩრების ხარჯზე!

ტყვეების წამების ხარჯზე!

კოდორისა და ქსნის ხეობების რუსეთზე ჩაბარების ხარჯზე! ათიათასობით დევნილი ოჯახის ხარჯზე!!! ესაა – საქართველოსთვის ამოსუნთქვის საშუალება?  ამ სიტყვებით უნდა შეხვიდე სირცხვილის ისტორიაში – უტიაშვილო შოთა!” – წერს კოკა ყანდიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×