თბილისში, გურამიშვილის გამზირის 78 ნომერში ორი ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან. მეზობლების თქმით, ისინი ამ მისამართზე საცხოვრებლად ახალი გადასულები იყვნენ. ზოგიერთი მეზობლის ვერსიით, ისინი ძმები არიან.
თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლულები პირველად მამამ ნახა.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ბიჭები დაახლოებით 21-23 წლის ახალგაზრდები არიან.
ამასთან, ცნობილი ხდება ისიც, რომ თავდამსხმელმა საცხოვრებელი კორპუსი უკანა ეზოდან დატოვა და სწორედ ამ დროს ის ახლომდებარე კომერციული ობიექტის კამერამ დააფიქსირა. გამოძიება მის იდენტიფიცირებაზე მუშაობს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.