რეზონანსი
24.07.2019

 (რეზონანსი) 26 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საჯარო მოსმენა. როგორც ნეტგაზეთს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა, შეხვედრა საჯარო იქნება, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მივიდეს და კითხვები დაუსვას დვალსა და აქიმიძეს; შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მოსმენის ინიციატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ „ქართულ ოცნებასა" (ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (კობა ნარჩემაშვილი) გამოეყვნენ.

დეპუტატმა ლევან კობერიძემ 22 ივლისს შესთავაზა დვალსა და აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატში შეხვედრა „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით. „ეს თემა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და, იმავდროულად, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით", - თქვა კობერიძემ.​ აქიმიძემ და დვალმა მოსმენაზე მზაობა გამოთქვეს. დავით დვალმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×