რეზონანსი
24.07.2019

  

(რეზონანსი) თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა, მოკლულია ორი მამაკაცი. თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მკვლელობა მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ცხედრები საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×