რეზონანსი
24.07.2019

 (რეზონანსი) გოგა გულორდავას ვურჩევ, საკუთარი ოჯახის წევრი რომ ჰყავს დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებით, ამაზე ისაუბროს , - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს" განაცხადა.

მან უპასუხა გოგა გულორდავას განცხადებას, რომლის თანახმადაც უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციაზე დაისვა კითხვები.

„პირველი: გოგა გულორდავას მე ვურჩევ, საკუთარი ოჯახის წევრი რომ ჰყავს დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებთ, ამაზე შეუძლია ისაუბროს და ცოტა უხერხულია იმ დეპუტატისგან ამ თემაზე საუბარი, ვისაც დღეს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საკუთარი ოჯახის წევრი ჰყავს კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებული და თვითონ მძევალივით ჰყავს „ქართულ ოცნებას" და რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ", - აღნიშნა ბესელიამ.

ასევე, ბესელია შეეხო გულორდავას განცხადების იმ ნაწილსაც, რომელშიც მან აღნიშნა, რომ კითხვები ბესელიასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძესაც ჰქონდა

„მეორე: ის იაფფასიანი შოუ, რაც წამოიწყო ზარდიაშვილი-კილაძე-ოხანაშვილი-მათიკაშვილის დაჯგუფებამ, რომ მოილაპარაკეს, რომ რაღაც ახალი კომედი-შოუ დადგან და ვერც გაბედეს, თვითონ დაესრულებინათ ეს შეთხზული ისტორია, მე მაშინ თავად ვთქვი, რომ თვითონ სოფო კილაძემ, ე.წ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ (ე.წ. იმიტომ, რომ ამ კომიტეტს ფაქტობრივად, თავმჯდომარე არ ჰყავს) დაიწყო წაკითხვა ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ვინმე ფხაკაძის საქმის და თქვა, რომ ის ამით არის დაკავებული, რომ სწავლობს პოლიტპატიმრების საქმეებს. ამას ისეთი რეაქცია მოჰყვა, ვერც კი გაბედავდა რაიმე კითხვის დასმას კორუფციასთან დაკავშირებით. სოფო კილაძე ვინ არის, რო გაბედოს და ჩემთან ასეთი კითხვა დასვას? მან თქვა, რომ მან დაიწყო შესწავლა, რომ იქნებ, რაღაც იქნებ ეპოვა, რითიც აბსოლუტურად იგივე ნარატივი გაიმეორა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიზანმიმართულად გვესმოდა წლების განმავლობაში. ქოქოლა დააყარეს, ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა იმ დეპუტატების მხრიდან, ვისაც ხმა აქვს მიცემული წინა პარლამენტში ამნისტიის კანონისთვის. „ქართულ ოცნებას" თუ რამე აქვს სატრაბახო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ეს იყო ამნისტიის კანონი და ადამიანის უფლებების კუთხით რაც გაკეთდა. როდესაც სოფო კილაძე და „ნაციონალური მოძრაობა" ერთ ხმაში ლაპარაკობს, ზუსტად ამას ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებაში" არიან „ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები - სოფო კილაძის, ოხანაშვილების, ზარდიაშვილების, მათიკაშვილების სახით. ახლა მათ მიემატა გულორდავაც, რომელიც როგორც გითხარით, მძევლად ჰყავს „ქართულ ოცნებას" ოჯახის წევრის გამო. მე ვურჩევ მათ, ცოტა ფრთხილად ილაპარაკონ, როდესაც ლაპარაკობენ ჩემთან დაკავშირებით - კორუფცია მოიკითხონ თავად, კორუფციაში არიან ჩაფლულნი თავით ფეხებამდე", - განუცხადა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×