რეზონანსი
24.07.2019

  "რუსთავი 2"-ში მივალ, როცა მიმიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით. პირობას გაძლევთ, აუცილებლად მივალ, - ამის შესახევ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კურიერი მომწონს ძალიან, ვუყურებ ხშირად. არაფერს არ შევცვლიდი, მშვენიერია. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ, ვინც კომპანიას სარგებელს მოუტანს, იმიტომ, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს. რა არის გარანტია რომ არაფერს შევცვლი?! თუ ჩაუღრმავდებით და ვიწროდ არ განიხილავთ, მიხვდებით - იმისთვის, რომ ბიზნესი დიდხანს იყოს და მომგებიანი იყოს, საჭიროა კადრები იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს, არხს ჰქონდეს რეიტინგი და ადამიანმა იყიდოს რეკლამა.

რაც შეეხება მედიამენეჯერს, ჯერ შერჩეული არ მყავს და მოლაპარაკებები არ მაქვს დაწყებული", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

წყარო: მარშალპრესი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×