რეზონანსი
24.07.2019

  ინციდენტი, კრეტაზე, კერძოდ, ხერსონისოსში მოხდა. რუსი ტურისტი ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, სადაც მაისური მოეწონა, მაგრამ არა მისი ფასი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი მაღაზიის მფლობელისგან დაჟინებით ითხოვდა, რომ მაისური, რომლის ყიდვაც სურდა და ფასი ეძვირებოდა, 5 ევროდ უნდა მიეცა. ბერძენი კი თავაზიანად უხსნიდა, რომ ასეთ დაბალ ფასად ტანსაცმელს არ ყიდდა და სხვა მაღაზიაში წასულიყო, თუკი ფიქრობდა, რომ სადმე ასეთ გულუხვ გამყიდველს იპოვიდა.

კამათის დროს რუსმა ტურისტმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, მაღაზიის მფლობელს თავს დაესხა და თვალის არეში დაკბინა. 44 წლის ბერძენი საავადმყოფოში საკმაოდ სერიოზული დაზიანებით გადაიყვანეს, სადაც ძლიერი ანტიბიოტიკები გაუკეთეს, რადგან ინფექციის შეჭრის რისკი მაღალი იყო.

33 წლის რუსი ამ დროისთვის დაკავებულია.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×