რეზონანსი
24.07.2019

  გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი გააცნო.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, თუმცა გასვლის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

ბიზნესმენების ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, პროკურატურამ მათ მტკიცებულებები გადასცა, თუმცა იურისტის შეფასებით, ეს ბრალდება პროკურატურის დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.

ადვოკატის თქმით, ბრალი არასერიოზული და უსაფუძვლოა და მას არც კი შეიძლება ეწოდოს ოფიციალური ბრალდება. ცალსახად ამბობს, რომ დანაშაული ვერ მტკიცდება.

„ფულის გათეთრება არის, უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს თიბისი ბანკის ფული. ეს არის 1-2- კურსის პროგრამა სტუდენტებისთვის. ამას ვინც ვერ გაცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის. არავითარი საერთო, ამ შემთხვევას ფულის გათეთრებასთან არ აქვს", - აცხადებს ადვოკატი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×