რეზონანსი
24.07.2019

  თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.

დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მგზავრობა 80 თეთრიდან 1 ლარამდე იზრდება, მაია ბითაძე ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფასების ცვლილებაზე საუბარი არ არის. უფრო მეტიც, სახელმწიფო, როგორც დღეს ახდენს სუბსიდირებას ტრანსპორტის სისტემის, კვლავ გააგრძელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სოციალური მდგომარეობა განსხვავდება სხვა განვითარებული ქვეყნების სოციალური მდგომარეობიდან. ჩვენი მიზანია მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მგზავრებს. ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს. თუ მგზავრი გადაადგილდება მხოლოდ მეტროთი, გადაიხდის მხოლოდ მეტროს საფასურს. ასმათ აბესაძე საუბრობდა ოფციებზე. მე თუ ვირჩევ მეტროს და მერე კიდევ მეტროს, ვიხდი ბუნებრივია, 50 თეთრს, თუ ვირჩევ მხოლოდ სამარშრუტო ტაქსს, ვიხდი იმდენს, რაც ამისთვის არის განსაზღვრული. თუ ვსარგებლობ შეღავათებით, ეს შეღავათები კვლავ სუბსიდირდება სახელმწიფოს მხრიდან. ერთი რამ უნდა გავიგოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება გამართული და ტარიფი - გაერთიანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ტარიფი დარჩება უცვლელი, ხოლო ზოგიერთისთვის გაიაფდება, რადგან სამარშრუტო ტაქსი შედის ინტეგრირებულ სისტემაში. ტარიფის ინტეგრაციაზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ვფიქრობთ, ნოემბერში სრულ დეტალებს გავაცნობთ საზოგადოებას"- განუცხადა მაია ბითაძემ ჟურნალისტებს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×