რეზონანსი
24.07.2019

  "მახსოვს, ზარდიაშვილი ატირებული, რომ მოვიდა ჩემთან, რომ პარლამენტიდან მიშვებენ და რას მერჩითო.",-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

"მე ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე რამდენჯერმე, რომ ზარდიაშვილი კორუფციული ინტერესებით მოქმედებდა პარლამენტში შემოსვლის დღიდან და ჩემთვისაც იყო ეს ცნობილი და როგორც კი გავიგე, მაშინვე ვუთხარი, მისი რეაქცია იყო საკმაოდ მწვავე და მან ისიც კი თქვა, რომ ზარდიაშვილს პარლამენტს დაატოვებინებდნენ და შემდეგ ისიც მახსოვს, ზარდიაშვილი ატირებული, რომ მოვიდა ჩემთან, რომ პარლამენტიდან მიშვებენ და რას მერჩითო.

აი, ეს ისტორიები მინდა, შევახსენო "ქართულ ოცნებას", რომელიც დღეს ზარდიაშვილს ეფარება და კოლექტიურ ზარდიაშვილად გადაიქცა მცირე გამონაკლისის გარდა სამწუხაროდ. აი, ვინ არის კორუფციაში ჩაფლული," - აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისათვის: პარლამენტის წევრი ეკა ბესელია აპირებს საჩივრით მიმართოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს "ქართული ოცნების" წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ. ამის მიზეზი არის ვანო ზარდიაშვილის მიერ ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამები. ზარდიაშვილმა ბესელიას "ვირთხა" და "კორუმპირებული" უწოდა.

წყარო:აიპრესი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×