რეზონანსი
24.07.2019

  თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების" გენერალური დირექტორი კახა კალაძე ირაკლი ოქრუაშილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მასზე თავდასხმაზე საუბრობს და დამკვეთად კახა კალაძეს ასახელებს

მედიის მიერ დასმულ კითხვას- რამდენად რეალურია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, თითქოს 2016 წელს მასზე განხორციელდა თავდასხმა, კახა კალაძემ ირონიით უპასუხა.

"რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს", - განაცხადა კახა კალაძემ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების პასუხად.

წყარო: მარშალპრესი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×