რეზონანსი
24.07.2019

  ხორავას ქუჩის საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით გამოვიდა, ხოლო დაცვის მხარემ თავისი სიტყვა შემდეგი სასამართლო მოსმენისთვის გადადო.

პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალდებას წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები აქვთ იმისა, რაც კალანდიას ბრალეულობას დაამტკიცებს.

შემდეგი მოსმენა 5 აგვისტოს 13:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. დაცვისა და ბრალდების მხარემ მოსამართლეს პროცესის დახურვა სთხოვა, რაზეც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი დათანხმდაю

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×