რეზონანსი
24.07.2019

  „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგებას ეხმაურება. მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენა პოლიტიკური დევნის ნიშანია.

"ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებაზე

- საქმე არის 11 წლის წინანდელი

- საქმეს არ ჰყავს მომჩივანი/დაზარალებული

- საქმე სპეციალურად ამოაქექინეს ერ.ბანკს, რომელიც ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში (გარდა იმისა რომ ოფიციალურად და რეგულარულად აღარიბებს ამ ქვეყნის მოსახლეობას)

- ერ.ბანკის ამოქექილი შემდეგ გადასცეს პროკურატურას რომ მას, საჭიროების შემთხვევაში, გაეკეთებინა ის რაც დღეს გააკეთა

- ბრალის წაყენება შესაძლებელი იყო რამდენიმე წლის წინაც, მაგრამ დაემთხვა ხაზარაძის განცხადებას მის მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ გააქტიურებაზე

თიბისი-ს ჩაძირვა უნდა?

ანაკლიის პროექტის დამუხრუჭება/შეჩერება უნდა?

პოტენციურად წონიანი პოლიტიკური ოპონენტის პრევენციულად განეიტრალება უნდა?

რა მნიშვნელობა აქვს? სამივე ერთად შეიძლება უნდოდეს

ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური დევნაა!

თუ ვინმე ფიქრობთ რომ საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის თავს ხდება მართლმსაჯულების აღსრულების ბუნებრივი პროცესია ...

თუ ვინმე ფიქრობთ რომ ეს თქვენ არ გეხებათ ...

პ.ს. ჩემი აზრით არ გაუვა. ვერ დაიჭერს. და შენარჩუნების ნაცვლად, დაკარგავს ძალაუფლებას" - დაწერა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ისინი დღეს 17:00 საათზე გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×