რუსეთში ქალაქ სანქტ პეტერბურგში ლგბტ აქტივისტის, ელენა გრიგორიევას მკვლელობის საქმეს, უფლებადამცველი და ,,თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ბოლქვაძე ამბობს, რომ დედამისი მოსკოვის შუაგულში მოკლეს, წლები გავიდა მაგრამ რუსეთში მაინც არაფერი შეცვლილა.
,,მოსკოვის შუაგულში მოკლეს დედაჩემი. ბიზნესს მიყვებოდა და ვიღაცას გზა გადაუარა. იმ პერიოდში აქტიურად ვაკვირდებოდი იქაურ მკვლელობებს და შემზარავი სიტუაცია იყო - ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს ხოცავდნენ მასიურად. ამდენი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში" - წერს ნინო ბოლქვაძე
22 ივლისს რუსეთში, ქალაქ სანქტ პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს. ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისი სახლის მახლობლად, ბუჩქებში ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ასევე ეტყობა გაგუდვის კვალი.
როგორც ადგილობრივი გამოცემა ,,ფონტანკა" წერს, გრიგორიევას ბოლო დროს ხშირად ემუქრებოდნენ მოკვლით.
წყარო: პრაიმტაიმი