რეზონანსი
24.07.2019

 ფოთში, საწყალოსნო სპორტულ ბაზაზე, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერითა და "საქართველოს აფროსნობის ფედერაციის" ეგიდით, საკლუბო პირველობაში მოზარდებს შორის შეჯიბრება ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ფოთისა და თბილისის საიალქნო კლუბები დაუპირისპირდნენ.

​ აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, დევი ქიტუაშვილის განცხადებით, რბოლა "ლაზერისა" და "ოპტიმისტის" საერთაშორისო კლასებში გაიმართა.

"ჩემპიონატის ჩატარებამდე, მთელი კვირის მანძილზე, აღნიშნულ ბაზაზე სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები ტარდებოდა. შეჯიბრების შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგმა მონაწილეებმა მოიპოვეს:

 ოპტიმისტის კლასში: 

1-ელი ადგილი - ნიკა თათარიშვილი (თბილისი);

2 -ე ადგილი - ალექსანდრე ქიტუაშვილი (თბილისი); 

3-ე ადგილი - თემური სვანიძე (თბილისი). 

ლაზერის კლასში: 

1-ელი ადგილი - გიორგი ქიტუაშვილი (თბილისი);

2-ე ადგილი - ვალერი ბესსარაბი (ფოთი); 

3 ადგილი - ირაკლი ლომთათიძე (ფოთი). 

რაც შეეხება მხარდამჭერებს, შეიძლება ითქვას, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" ჩვენი მთავარი სპონსორია. წელს კომპანია აღჭურვილობის განახლებაში დაგვეხმარა.  აგრეთვე, აღსანიშნავია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წვლილიც - ჩვენს ღონისძიებებს ყოველწლიურად, სწორედ ისინი აფინანსებენ", – აღნიშნა დევი ქიტუაშვილმა.​

გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×