რეზონანსი
24.07.2019

  „ბრალის წარდგენას კავშირი არ აქვს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთან და ეს საქმე გაცილებით ადრე იყო ინიცირებული."- პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ამ საქმეს პარლამენტი ყოველთვის ადევნებდა თვალს, არაერთი დისკუსია იყო საჯაროდ განხილული. ჩვენ საქმეს ბოლომდე მივადევნებთ თვალს, რომ მხარეების უფლებები იყოს დაცული და საზოგადოებას მიეწოდოს ყველა კითხვაზე პასუხი. მთავარი არის საქმე ამოიწუროს და კითხვებს გაეცეს პასუხები. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ წარედგინა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ახლა- არჩილ თალაკვაძემ უპასუხა:

"შესაძლოა, მან დააანონსა პოლიტიკური გეგმები, მაგრამ ეს საქმე ინიცირებული არის გაცილებით ადრე. მე მივესალმები პროკურატურის საჯაროობას, რომ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

შეუქმნის თუ არა ეს გადაწყვეტილება პრობლემას ანაკლიის პორტს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ეფუძვნება საერთაშორისო ინვესტორებს და სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×