რეზონანსი
24.07.2019

 

დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.ბრალდების მხარე თავის შესავალ სიტყვას იტყვის და კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენს, თუ რაზე დაყრდნობით აპირებს ბრალის დამტკიცებას.

ბრალდებულის ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა მოსმენის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობის ხელახლა დაყენებას აპირებს.

რაც შეეხება დაცვის არგუმენტებს, არის ის, რომ საქმეში არ არსებობს არც წერილობითი მტკიცებულებები არც ნივთიერი, რომელიც ბრალს დაადასტურებდა,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული მიხეილ კალანდია, რომელსაც ბრალად ჯგუფურად დავით სარალიძის მკვლელობა ედება, დანაშაულს არ აღიარებს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×