რეზონანსი
24.07.2019

 ისტორიკოსი და მწერალი გურამ ქართველიშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

"ადამიანი ან მყვლეფავი მედროვე უნდა იყოს, ან გიჟი, ან მართლა პატრიოტი პოლიტიკოსი დღეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს დაქცევის პირას მდგარ საქართველოში. დღევანდელი ხელისუფლებისთვის იმიტომ არის ადვილი ამ პროცესების მართვა, რომ ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის გასაქრობად და ქართველი ეთნოსის მსოფლიოში გასაბნევად სხედან ამ უძველესი ქვეყნის მთავრობაში. მათ ამაში ზღაპრულ ჰონორარებსაც უხდიან და თვითონაც არნახულ „მაყუთს“ ღუნავენ ბიუჯეტიდან, ტენდერებიდან და მოსახლეობის ყვლეფიდან. 

დღევანდელი საქართველო ყველა გარეწარის და იუდას „მეწველი ძროხაა“ და მათი მმართველობა არ შეიძლება პასუხისმგებლობად შეფასდეს. მე სტატუსის თავშივე თქმულ პასუხისმგებლობაზე მოგახსენებთ. ამის შემობრუნებას და აღმშენებლობაზე პოლიტ-პასუხისმგებლობის აღებას უმტკიცესი გუნდი და უჭკვიანესი თავები ჭირდება. პირველ რიგში კი ასეთების მოძებნაა საჭირო მსოფლიოში გაბნეულ და აქ მყოფ ქართველებში, მათი მოტივირება და დაფინანსება. დღევანდელი მართლაც ქარული აზროვნების პოლიტიკოსი, რომელიც სახიფათოდ არ იმართება საეჭვო წრეებიდან ათ თითს ვერ შეავსებს.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×