რეზონანსი
24.07.2019

 ივანიშვილი ყოველ წელს თავდაცვის ფონდში დაახლოებით 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა – თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ქეში მქონდა კაბინეტის სეიფში, რომელიც ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ” ტვ პიველის” ეთერში განაცხადა.

„კაბინეტში მედო, სეიფში, მივიტანე და ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე. ივანიშვილი რიცხავდა, მაგრამ საჭიროებები არსებობდა "ქეშად" თანხების რაღაცებში გადახდის. ქართული და არა მარტო ქართული პოლიტიკა ჰგავს სოსისს – ბისმარკის ძალიან ცნობილი სიტყვებია, ადამიანებმა რომ იცოდნენ, სოსისი როგორ მზადდება, არასდროს შეჭამდნენო. ქართული პოლიტიკის კულუარები გარეთ რომ გამოვიდეს, აღარავინ ჩართავს ტელევიზორს და არც არჩევნებზე მივა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×