რეზონანსი
23.07.2019

 (რეზონანსი) გადაცემა „პროფილის" წამყვანმა მაია ასათიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.

„ახლაც „პროფილის" ოთახში სხედან ადამიანები და „პროფილს" გეგმავენ. ჩვენ მთელი აგვისტო ეთერში ვიქნებით. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაღა დაგიმალოთ და, უკვე ახალ სეზონსაც ვგეგმავთ, უფრო სწორად, უკვე დაგეგმილი გვაქვს. ასე რომ, ჩვენ არ ვჩერდებით.

ჩვენ კანონის დამრღვევები ვიქნებოდით, როდესაც ახალი დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილებით მოვიდა ჩვენთან და... მე არ მესმის, ზოგადად რაზე ვკამათობთ. ეს ცხადზე ცხადია. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენს უკან დგას ჩვენი მაყურებელი", - განაცხადა მაია ასათიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×