რეზონანსი
23.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დეპუტატი კობა ნაყოფია სავარაუდოდ უკრაინაში გაემგზავრნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სხვა რეისებთან ერთად ცოტა ხნის წინ შესრულდა ფრენა თბილისი-კიევის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად „რუსთავი2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, რომელმაც ნიკა გვარამია გენერალური დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.

ტელეკომპანიის მფლობელებს შორის აღარ ირიცხება კობა ნაყოფიას ვაჟი ნიკოლოზ ნაყოფიაც, რომელიც „რუსთავი2"-ს 51-პროცენტიანი წილის მფლობელის, შპს „საქართველოს" 50 პროცენტს ფლობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×