რეზონანსი
23.07.2019

 (რეზონანსი) ოკუპირებულ გალში ცოფის ვირუსით ადგილობრივი მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი გალის ადმინისტრაციაში, თათბირზე განიხილეს. გალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გიორგი შონიამ განმარტა, რომ გასულ კვირაში, მხოლოდ ერთ დღეში ძაღლისა და კატის დაკბენის გამო სამედიცინო დაწესებულებას 15-მა ადამიანმა მიმართა.შონიას თქმით,აფხაზეთში არ აქვთ ანტირაბიული ვაქცინა (ცოფის საწინააღმდეგო),

გალის მთავარმა ვეტერინარმა ლიანა ჯგერენაიამ მოსახლეობას მოუწოდა,რომ შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო აცრები აქტიურად ჩაუტარონ.მისივე ინფორმაციით, სოფელ ქვემო ბარღებში მგელმა 14 ძაღლი დაკბინა,რომლებიც შემდგომ ცოფით დაინფიცირდნენ.კონკრეტულ სოფელში კი მოსახლეობამ აცრა ცხოველები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ შეშფოთება გამოთქვა. მისი განმარტებით,აუცილებელია ცოფის თავიდან აცილების მიზნით რეგიონში აქტიური ღონისძიებები გატარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×