რეზონანსი
23.07.2019

 (რეზონანსი) „თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თითოეულ შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ეკა ბესელიას საქმესთან დაკავშირებით" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების საქმეზე მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლება პატივს სცემს ადამიანის პირად ცხოვრებას და არც ერთი ჩანაწერი, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება, ამ ხელისუფლების პირობებში არაა გაკეთებული.

"თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლება დაცულია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თითოეულ შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ეკა ბესელიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მე მჯერა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი უკანონო ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა შექმნილი და ის ჩანაწერები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შექმნილი და გამოქვეყნდა ამ პერიოდში, გამოძიების მხრიდან გახდა სათანადო რეაგირების საგანი. მთავარი არის ის, რომ ჩვენი გუნდის მხრიდან ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება არის განუხრელად დაცული", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×