რეზონანსი
23.07.2019

 (რეზონანსი) "ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. სტრასბურგის გადაწყვეტილება არ საჩივრდება"- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილ დირექტორს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ატყუებს, ვითომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია. წესი და კანონმდებლობა განმარტავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შესაბამისად, მიღებისთანავე შესულია ძალაში. პირადად ჩემთვის, უფრო მეტად შემაშფოთებელია გვარამიას ნათქვამი, რომ "რუსთავი2" და მედია, მის ხელში იყო იარაღი. ის იყო პოლიტიკური აქტივისტი და შეშფოთებული ვარ, რომ აქტივისტისთვის მედია იყო იარაღი. ეს მან თავადაც დაადასტურა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×