რეზონანსი
23.07.2019

 (რეზონანსი) პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 33 - მდე გაიზარდა. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ამ დრომდე ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მცირე ხნით შეძლეს, თუმცა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, დაზარალებულ რეგიონებში ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ გაჩნდა. ადგილზე 1000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში დამატებითი ძალებისა და ავიაციის გადმოსროლა მოითხოვა. ქვეყნის სამაშველო სამსახურები იმ დასახლებების ევაკუაციას ახდენენ, რომლებიც ხანძრის შესაძლო გავრცელების გზაზე მდებარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×