რეზონანსი
22.07.2019

 (რეზონანსი) სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი, ქეთი დევდარიანი, გადაცემა „სირცხვილიას" პირდაპირ ეთერში, პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე საუბრობს".

მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას, გაგრძელდება თუ არა სერიალი, უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.

„ჩემი ცოლის დაქალები გადის უკვე რუსთავი 2-ზე მერვე წელია და სხვა არხებიდან როცა იყო შემოთავაზება ჩვენ არასდროს არ გადავსულვართ სხვა არხზე. კარგად გვესმის პოლიტიკურადაც , რომ ჩვენი სერიალი ეხმარებოდა რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას და ეს ყველგან ასეა და სერიალები ზოგადად ამიტომ მოიგონეს, რომ დაეხმაროს არხის სარედაქციო პოლიტიკას. ხელისუფლებასაც, რომ არ მოსწონს ეს სერიალი ესეც გასაგებია და არც არავინ შეგვეხვეწება ალბათ დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებთ" - აცხადებს ქეთი დევდარიანი

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×