რეზონანსი
22.07.2019

 (რეზონანსი) პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მედიაპროექტს „სირცხვილია" იწყებენ.

მათი განცხადებით, პროექტის ფარგლებში, აქციიდან ყოველდღე, 20:20 საათზე სოციალური ქსელის მეშვეობით ერთსაათიანი გადაცემა გავა, რომელშიც მონაწილეობას აქციაზე მისული მოქალაქეები მიიღებენ.

მათი თქმით, გადაცემა დღეს დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

აქცია პარლამენტთან, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 33-ე დღეა იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×