რეზონანსი
22.07.2019

 (რეზონანსი) ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა იმასთან დაკავშირებით კითხვას, თუ საიდან ქონდა მას ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, რომ „რუსთავი2"-ის წილების შეძენა შეძლო:

„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მლნ 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა".

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის ვარდების რევოლუციაც სწორედ მისი დაფინანსებულია.

„2003 წელს კონსპირაციების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ სოროსმა დააფინანსა ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის" ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ."- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×