რეზონანსი
21.07.2019

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა მოძრაობა“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა, სააკაშვილის პარტიამ 0,4 % მიიღო, რაც მეცხრე მოწვევის რადაში მოსახვედრად საკმარისი არ არის.

უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ზელენსკის პარტია ლიდერობს.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. რადაში სულ 424 ადგილია. ახალი მოწვევის რადა 9 სექტემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×