რეზონანსი
21.07.2019

  გასაკეთებელი ისევ ბევრია , - ამის შესახებ „რუსთავი 2"ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ მის მიერ ტელეარხის დირექტორად დანიშნული პაატა სალია დღეს „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეხვდა.

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვდნენ, რომელიც მათი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა. ასევე, ისინი ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ, რომლებშიც მათი დაცვის მექანიზმები იქნებოდა ჩადებული.

წყარო: ამბებიჯი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×