რეზონანსი
21.07.2019

  იულია სუსლიაკი ისევ დაკავებულია - გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს.

სუსლიაკის მეუღლე ყვება, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×