რეზონანსი
21.07.2019

 კომპანია „სისტრას“ გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების ზოლები ქუჩის შუაში იქნება",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდემიმართვაში ილაპარაკა.

"საინტერესო წინადადებაა. ამ მიდგომით აქვთ გაკეთებული, რომ შუაში იყოს ავტობუსის ზოლები და გვაჩვენეს, როგორი იქნება გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც კალაძემ განმარტა, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით. იქნება ასევე ველობილიკები.

კომპანია “სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით, გასულ წელს დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×