რეზონანსი
20.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი2"- ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ჟურნალისტ ელისო კილაძის პოსტს, სადაც ის წერს, რომ „რუსთავი2"- ის წაღების აზრს ვერ ხედავს ასე ეხმაურება.

„სიმართლე გითხრათ, რუსთავი 2-ის წაღების აზრს ვერ ვხედავ. 2012 წელს ორი მედიაგიგანტი "იმედი" და "რუსთავი 2" სააკაშვილზე მუშაობდა და მან არჩევნები მაინც წააგო

2020-ში "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავა-ორ ვადას ამოწურავს და წავა. განვითარების კანონზომიერებაა ეს და იმიტომ!", - დაწერა ელისო კილაძემ, რაზეც ნიკა გვარამიას ასეთი პასუხი მიიღო.

"კაი ელო, მთავარი ანტირუსული პლატფორმა მოკლეს. ეგ იყო მიზანი. ჭირდება არა კვატი. ბოლოს კორპუსებს ააშენებენ მაგ ტერიტორიაზე და მაგით დამთავრდება. რ2 უკვე წარსულია, სამწუხაროდ", - დაწერა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×