რეზონანსი
20.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთში, ომსკის რაიონში მაცხოვრებელმა 17 წლის გოგონამ მუცელში დანით მრავლობითი ჭრილობა მიიყენა. მას 7 ჭრილობა ჰქონდა.

საავადმყოფოში მიყვანისას, გოგონამ ექიმებს განუცხადა, რომ დანაზე დაეცა, თუმცა ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებდა.

გოგონას, რომელიც დაახლოებით 26 კვირის ორსული იყო, თვითდაზიანება ჰქონდა მიყენებული მუცელში - სკოლის მოსწავლემ განზრახ დაიზიანა მუცელი რათა ორსულობა შეეწყვიტა.

თუმცა ექიმებმა როგორც გოგონას, ასევე ნაყოფის გადარჩენაც შეძლეს. როგორც გაირკვა მისი ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×