რეზონანსი
20.07.2019

 (რეზონანსი) უახლოეს დღეებში დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო თბილისში - უმეტესად უნალექო.

21 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი - 25-30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსია, დღისით კი - 32-37.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით 23, ხოლო დღისით 36 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება 22 ივლისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსია ნავარაუდევი.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, 22 ივლისს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×