რეზონანსი
20.07.2019

 „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელევიზიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კითხვაზე - წაიყვანს თუ არა ნიკა გვარამია კვლავ „კვირის აქცენტებს“ ეკა კვესიტაძესთან ერთად, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ დასმულა და მან არ იცის გვარამიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. „მე ვიცი ხალვაშის პოზიცია, ეს ამის წინააღმდეგია. დანარჩენი არის ისე, როგორც იყო“, - განაცხადა სალიამ. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არხი ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა, ახალ დირექტორად კი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×