რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

მისი შეფასებით, გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად სცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხები მოგვარებულია.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ რუსთავი 2-ის დაკარგვა. გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად სცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხები მოგვარებულია. აი რა მაფიქრებს და რას ვწუხვარ. როგორ შემოგვიტრიალდება ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ვიცით. პროპაგანდის თვალსაზრისით აუცილებლად იქნება შედეგები", - წერს მამუკა გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×