რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) მსახიობი და ტელეწამყვანი ანი ტყებუჩავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"რა ვთქვა და რამდენჯერ, უკვე აღარ ვიცი, რატო არ გვაქვს ამ ქვეყანაში საშუალება, მშვიდად აკეთო შენი საქმე, ის რაც იცი და გამოგდის. „რუსთავი 2" ხო შენობა არ არი?! როგორ ფიქრობთ ამხელა ინფორმაცია, გამოცდილება და რეიტინგი კედლებში რჩება?!

ნეტა, მართლა ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს?! მადლობა, გოგოებო და ბიჭებო თითოეული საათისთვის, რომელიც ოჯახთან ერთად გატარების მაგივრად, იყავით წვიმაში, ცეცხლში, წყალდიდობაში, ტყვიებში და ომში, იმისთვის, რომ ვინც სახლში ვიჯექით ამ დროს, გაგვეგო, რა ხდება და რატომ. Rustavi 2".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×