(რეზონანსი) დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს ყალბია, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა და დასძინა, რომ ექსპერტიზა ამ ფაქტს დაადასტურებს.
„ეს საქმე სასამართლო წარმოებაშია. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია. ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშსს და ქიბარს უნდა დაებრუნება ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს", - განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2"-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღების მოთხოვნით ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მომავალ კვირას კი სასამართლოს უკვე ტელეკომპანიის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს.