რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპესნიუსს" მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც თოდუა აღნიშნავს, სუსლიაკმა პენიტენციალური დაწესებულება დაახლოებით 1 საათის წინ დატოვა.

ადვოკატის ინფორმაციითვე, სუსლიაკი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სუსლიაკი გაათავისუფლეს.

ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ პროკურატურას სურს აღნიშნული საქმის პროკურატურაში გადაგზავანა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×