რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) არსებობს ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2"-ში, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა ფეისბუქზე წერს.

მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება. კონკრეტულად კი, როგორც გუგავა აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლო კოლეგიაში, რომელიც განიხილავდა „რუსთავი 2"-ის საქმეს ერთ-ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან და ის აქტიურობდა იმ შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიიღო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება საქმეში, კერძოდ სტრასბურგის სასამართლო კოლეგიაში, რომელიც განიხილავდა „რუსთავის" საქმეს, ერთ-ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან, როგორც სარწმუნო ინფორმაცია არსებობს, სწორედ ის აქტიურობდა ამ შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი-2 ში", - განაცხადა გიორგი გუგავამ.

გიორგი გუგავა აღნიშნული კომენტარით სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც შალვა ნათელაშვილი ევროპას აკრიტიკებს. „ევროპამ ტრადიციულად ისევ გაგვყიდა. ამჯერად უკვე მერამდენედ რუსეთზე", - წერს ნათელაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2"-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×