რეზონანსი
18.07.2019

 (რეზონანსი) ნიკა გვარამიას განცადებით, „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში იქნება იმ დრომდე, რა დრომდეც ქვეყნის სათავეში იქნება „ქართული ოცნება" და მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს სიტუაციაც რადიკალურად შეიცვლება.

„რაც შეეხება რუსთავი2-ს, რ2 ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. შემდეგ ზუსტად ერთ დღეში ეს სიტუაცია ამოტრიალდება, ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება ეს არ არის რთული საპროგნოზო."- განაცხადა გვარამიამ.

„ისე გადააფორმა, როგორც ოროთახიანი „ხრუშოვკა", ერთ საათში. ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა ამ ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა. ვერ ვიტყვი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეს ველი არ მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას, კი ბატონო მოუსუფთავა.

ვერ გეტყვით იმას, რომ ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, რომლებსაც შეუძლიათ პროცესებზე ზემოქმედება, ჯერჯერობით რაიმე შემაკავებელი ბარიერი დადგეს. იმედი მაქვს რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში გამარჯვებით დასრულდება და ეს ბარიერებიც დაიდგმება. ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება რ2-ის მდგომარეობა და ზოგადად მედიის და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს."- დასძინა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×