რეზონანსი
18.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"- ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ცოტა ხანში ტელეკომპანიაში მისვლას გეგმავს. მისი თქმით, მანამდე ის ქიბარ ხალვაშს შეხვდება და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრებენ.

„ახლა ვაპირებ ქიბარ ხალვაშს შევხვდე, გავიაროთ გარკვეული საორგანიზაციო საკითხები და ჩამოვყალიბდებით, როდის მივალთ ტელევიზიაში", - განუცხადა პაატა სალიამ „პრაიმტაიმს"

ნიკა გვარამია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2"-ის დირექტორად ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×